იაგო ხვიჩია – სენატის გზავნილებზე: საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნებას დაველოდები, ზოგიერთი ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ და ზოგის თავში რა დევს, არ ვიცი
“შტატები ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა და ამ ქვეყანაში თუ ვინმეს იმედი გვაქვს – აშშ-ის. როგორ შეიძლება, მათი რეკომენდაციები მხედველობაში არ მივიღოთ?!”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პოლიტიკური სპექტრი საბოლოო დოკუმენტს გაეცნობა.
„მე ველოდები საბოლოო დოკუმენტს, რომელიც შტატების რომელიმე ინსტიტუციის მიერ იქნება გამოცემული. რაც იქნება იმ დოკუმენტში, მთელი პოლიტიკური სპექტრი მას უფრო ყურადღებით გავეცნობით. ზოგი ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ და ზოგის თავში რა დევს, არ ვიცი. შტატები ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა და ამ ქვეყანაში თუ ვინმეს იმედი გვაქვს – აშშ-ის. როგორ შეიძლება, მათი რეკომენდაციები მხედველობაში არ მივიღოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.