გიგი წერეთელი – აშშ-ის სენატის გზავნილებზე: ბევრი ნეგატიური განცხადება იყო, პირველ ყოვლისა, ხელისუფლების მისამართით

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი წერეთელი საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

“ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ ყოვლისა, ხელისუფლების მისამართით, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის, შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. მხოლოდ ერთი ქვეყანა, რუსეთი იგებს ამ არეულობით, ვითარებითა და პოლიტიკური კრიზისით”, – აღნიშნა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები