მიხეილ სარჯველაძე: როცა სენატში ასეთი განცხადებები გაკეთდა, ჩემთვის აუხსნელია, რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლისგან

“როცა სენატში ასეთი განცხადებები გაკეთდა, ჩემთვის აუხსნელია, რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარდა.

„ვინ მიიღებს პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებას, ეს მათზეა დამოკიდებული. პროგნოზი ძნელი გასაკეთებელია, რადგან როცა სენატში ასეთი განცხადებები გაკეთდა, ჩემთვის აუხსნელია, რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლისგან.

დარწმუნებული ვარ, განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, ოპოზიციის მხრიდან იოტისოდენა პასუხისმგებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი განაპირობებს იმას, რომ მათ უბრალოდ მოუწევთ, შეცვალონ დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან მიმართებით და ხელმოერედ არ უნდა ვიხილოთ დასრულებული მოლაპარაკება, რომლის შემდეგაც რომელიმე პოლიტიკოსი იტყვის, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაზეც წამსვლელები იყვნენ, ეს იყო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ. ასევე, მიუღებელი იქნება ულტიმატუმი – თუ ამ ორ საკითხზე დათმობა არ იქნება, აღარ გელაპარაკებით, მსგავსი მიდგომა გამორიცხული იქნება. ან ეს ყველაფერი კიდევ ერთხე დაადასტურებს იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთი არგუმენტი გვექნება იმის სათქმელად, ამ ხალხს სურვილი აქვს, მოლაპარაკება ჩაიშალოს და რაც ამერიკაში ითქვა, ეს არის რუსული საქმის სამსახური, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება ამ გარემოების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები