ადამ კინზინგერი: რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის, პუტინი მკვლელია
“რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის, პუტინი მკვლელია”, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ,,ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, ტირანია ის, ვინც თავს ესხმის თავისუფლების მოყვარულ ხალხსა და არჩევნებს.
„რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის, პუტინი მკვლელია. ტირანია ის, ვინც თავს ესხმის თავისუფლების მოყვარულ ხალხსა და არჩევნებს. ის დაეხმარა სირიის პრეზიდენტ ასადს 50 ათასი ბავშვის მკვლელობაში სირიაში და ბელარუსში აქტივისტები აწამა. ის თესავს ქაოსს და მთელს მსოფლიოში დაუსჯელად იქცევა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ამერიკას“, – წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე.