ლევან იოსელიანი: ძალიან მეეჭვება, რომ ვინმემ შეძლოს „მესამე ძალის“ მანტიის მორგება, მგონია, რომ ეს მესამე ძალა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების კოალიცია
“ძალიან მეეჭვება, რომ ვინმემ შეძლოს „მესამე ძალის“ მანტიის მორგება, მგონია, რომ ეს მესამე ძალა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების კოალიცია”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ რომელიმე პარტიას გაუჭირდება მესამე ძალის ტვირთის თავის თავზე აღება.
„ძალიან საინტერესო იქნება, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია როგორ იქნება ოპოზიციაში. ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად ასხვავებენ ერთმანეთს ვითომ ოპოზიციას, ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციას და იმას, რეალურად ვინ არის ოპოზიციაში. ამიტომ, მგონი, წავიდა ის დრო, რომ ვიღაცას აქვს ფუფუნება, იყოს შეფარული ოპოზიცია, ან სატელიტი. გამოჩნდება, გახარია როგორ ოპოზიციონირებას გადაწყვეტს. მივესალმები იმას, თუ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ამის გამო პოლიტიკური ლანდშაფტი გახდება უფრო საინტერესო. ძალიან მეეჭვება, რომ ვინმემ შეძლოს „მესამე ძალის“ მანტიის მორგება, მგონია, რომ ეს მესამე ძალა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების კოალიცია, რადგან ერთ რომელიმე პარტიას გაუჭირდება ამ ტვირთის თავის თავზე აღება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.