დავით სერგეენკო: ერთადერთი სწორი გზა არის მოლაპარაკებების გაგრძელება და შედეგის მიღება

“არ მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილია, ერთი ეტაპი დამთავრდა, რომელშიც ევროპული საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნდეს და შემდეგი რაუნდიც გაიმართოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი სწორი გზა არის მოლაპარაკებების გაგრძელება და შედეგის მიღება.

„ვის ინტერესებში შეიძლება, შედიოდეს ამ მოლაპარაკების ჩაშლა, ეს არის ერთადერთი ის ძალა, მათ შორის, რეგიონული, რომლისთვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია მათი კომფორტული მდგომარეობაა. საქართველოში დესტაბილიზაცია რომელი ქვეყნის ინტერესებშიც შედის, მისივე ინტერესებში შევა მოლაპარაკებების ჩაშლა, თუმცა, იმედია, რომ ჩაშლასთან არ გვაქვს საქმე. სივრცეს მოლაპარაკებისთვის კვლავ ვხედავ, კონკრეტიზაცია გამიჭირდა, რა მიმართულებით და კონფიგურაციით შეიძლება, ეს სივრცე შეიქმნას, თუმცა, ერთადერთი სწორი გზა არის მოლაპარაკებების გაგრძელება და შედეგის მიღება. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. რაც შეეხება იმას, ვის ინტერესებში შედის მოლაპარაკებების დესტრუქცია, ამაზე თავად დანიელსონმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. თუ დღეს ჩვენს დღევანდელ სტატუსს შევაფასებთ ისე, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რასაც არ ვეთანხმები, ჩაშლილ მოლაპარაკებებს სჭირდება ახალი გარემოება, იმისთვის, რომ განახლდეს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაშლილია, ერთი ეტაპი დამთავრდა, რომელშიც ევროპული საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნდეს და შემდეგი რაუნდიც გაიმართოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები