„15 მაისამდე სამი პარტია კიდევ შევა პარლამენტში“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება. როგორც ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციაზე ხალხი არ მივა.

„15 მაისის აქცია იქნება იგივე, რაც იყო აპრილში, თებერვალში, იანვარში, დეკემბერში. ვინ არის მათთან მომსვლელი? არ გადამრიოთ. ხომ ვნახეთ მათი შედეგი, ყველა ერთად იყო, ახლა დაიშალნენ. 15 მაისამდე ერთი სამი პარტია უეჭველი კიდევ შევა პარლამენტში. ეგეთი პირი უჩანს. რა განაპირობებს ხალხის მოსვლას, რამე გეგმა გააცნეს, რამე მომავალი დაანახეს თუ ისეთი დაპირება მისცეს? რატომ მოვა ხალხი, გუშინწინ თუ არ მოდიოდა, 15 მაისს რატომ მოვა, დათბება და იმიტომ? რატომ გამოვა ხალხი, რა უნდა მოისმინონ იქ?”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები