გოგა ხაინდრავა – ოპოზიციაზე: დაშანტაჟებულები არიან, ეშინიათ ფარული ჩანაწერების არქივის, რომელიც ვანოსა და მიშას აქვთ

“შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს, აბა, რამ გააერთიანა ყველა? იმიტომ, რომ ეშინიათ ფარული ჩანაწერების არქივის, რომელიც ვანოსა და მიშას აქვთ”, – ამის შესახებ კინორეჟისორიმა, გოგა ხაინდრავამ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაინდრავა ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.

„ამნეზია ხომ არ გვჭირს? ხომ კარგად ვიცით, როდისაა გადაღებული და ჩაწერილი? რა შუაშია სუს-ი? სუს-მა ჩაიწერა ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ლაპარაკი? ხომ იცით, რომ სუს-ს არ ჩაუწერია, ხომ ვიცით, ვისი არქივიდან გამოდის გაუთავებლად ეს ფარული ჩანაწერები, ვინ აკეთებდა ამას – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი. ეს ყველაფერი იქედან მოდის. რომელიმე ახალი ჩანაწერი გვინახავს? ვანო მერაბიშვილი თავისი კაბინეტიდან რომ გავიდა, ათასობით ჩანაწერი სეიფში „შემთხვევით“ დატოვა. ეს იყო ყველასთვის ნიშანი. დარწმუნებული ვარ, ეს ხაზარაძეები, მაზარაძეები, ვითომ ოპოზიცია – ყველა დაშანტაჟებულები არიან. გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რა თქმა უნდა, ვიწერდითო. ასჯერ მაქვს გამეორებული, რომ ყველა მათგანზეა ჩანაწერი, როცა საჭიროა, გამოაგდებენ. აბა, კობა ხაბაზთან ერთად რა უნდა ხაზარაძეს? მათთან რა აკავშირებს, გარდა შიშისა? შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს, აბა, რამ გააერთიანა ყველა? იმიტომ, რომ ეშინიათ იმ ჩანაწერების არქივის, რომელიც ვანოსა და მიშას აქვთ.

წარმოიდგინეთ, 11 წლის წინ გაკეთებული ჩანაწერია, სამი კერძო პირი ლაპარაკობს ერთმანეთში. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რომელს არ გაგილანძღავთ პირად საუბარში თქვენი ახლობელი? ეს იყო 3 კერძო პირის საუბარი. ერთს ევალოდებოდა იმ ოჯახის დაცვა, მეორე იყო უფროსი მეგობარი. იმან თავის გულისტკივილი უთხრა. შედეგად რამე ვნახეთ? არაფერი. რა გვითხრა ამ ჩანაწერმა? რომ ბილწსიტყვაობას ხმარობენ ქართველები? ეს ისედაც ვიცოდი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები