მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციასთან მომავალში შეთანხმებას არ გამორიცხავს, “თუნდაც, სხვა კონფიგურაციით”
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები იმისა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ფორმატი ახალ ეტაპებზე გადავიდეს.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი კონფიგურაციები, რომლის შედეგადაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობა გაიზრდება.
“მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც ვიხილეთ, რომ ვერ აღმოჩნდა ნაყოფიერი შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით, ამან გარკვეული ახალი შესაძლებლობები გააჩინა და ასევე საჭიროება იმისა, რომ ვიფიქროთ მოლაპარაკების ახალ ეტაპებზე, ისეთზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეული კონფიგურაციები შევქმნათ, რომლის შედეგადაც საქართველოში გაიზრდება შესაძლებლობა ოპოზიციის მეტი ჩართულობა ვიხილოთ საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს იქნება კონკრეტულად “გირჩის” შემოთავაზებაზე პასუხის ფორმით თუ სხვა ფორმით ამაზე ალბათ საფიქრალია და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული პოზიციები”,- განაცხადა სარჯველაძემ.