“მამისტოლა კაცია, დალურჯებული ვარ, დალია, მოწია და გადმოვიდა ძალადობაზე” – რას ამბობს ქალი, რომელმაც გოგი წულაია ძალადობაში ამხილა
“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლა კაცია. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე”, – ამის შესახებ დაზარალებული ქალი, რომელმაც ძალადობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია ამხილა, “კურიერთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს.
დაზარალებული ეჭვობს, რომ მსგავსი ქმედება წულაიას შესაძლოა სხვა ქალების მიმართაც ჩაედინა.
“წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლა კაცია. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს”, – ამბობს დაზარალებული ქალი.
ცნობისთვის, მომხდარზე გოგი წულაია უკვე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.