გიგი უგულავა – ვაქცინაციაზე: თუ მოხალისეებია საჭირო, აგერ, ჯანდაბას ჩემი მკლავი და ტანი
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინაციის პირდაპირ ეთერში გადაცემას გამოეხმაურა.
“ეტყობა, რაღაც გამომრჩა. რატომ დაკრავს დილიდან რაღაც ჰეროიკული ელფერი ვაქცინაციას. პაატა იმნაძე გმირული “პახოდკით” რატომ იკეთებს ვაქცინას? რაში მდგომარეობს თავგანწირვა? თუ მოხალისეებია საჭირო, აგერ, ჯანდაბას ჩემი მკლავი და ტანი. ვერაფერი გავიგე”, – წერს გიგი უგულავა.
დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ექიმების ვაქცინაცია დაიწყო. პირველი, ვინც “ასტრაზენეკას” აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, პაატა იმნაძეა.