ნინო ლომჯარია: ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციასა და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს

“ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციასა და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლომჯარია აცხადებს, შეთანხმება უნდა შედგეს.

“შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციასა და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!”, – წერს ლომჯარია “ფეისბუქზე”.

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები