დავით მათიკაშვილი: „აირაის“ დასკვნა არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ ოპოზიციის ყალბი ნარატივი, თითქოს არჩევნები გაყალბდა, სიცრუეზე დამყარებულია

„აირაის“ დასკვნა არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ ოპოზიციის ყალბი ნარატივი, თითქოს არჩევნები გაყალბდა, სიცრუეზე დამყარებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში.

,,ორგანიზაციისგან ამ არჩევნებმა ბევრად უკეთესი შეფასება მიიღო, ვიდრე სხვა არჩევნებმა, რომელიც იყო წინამორბედი არჩევნები. ფაქტია, ამ და ყველა დანარჩენი დასკვნებითაც, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დამკვირვებლების მხრიდან იყო წარმოდგენილი არჩევნების შედეგების კუთხით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ოპოზიციის ყალბი ნარატივი, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არის ელემენტარულად სიცრუეზე დამყარებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები