დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სჯობს, იმ რჩევებს მიჰყვეს, რაც ევროპელ კოლეგებს აქვთ – შეწყვიტონ დემოკრატიის ნგრევა, პარლამენტში შებრძანდნენ და იქ აწარმოონ პოლიტიკა

“ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ასე არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, მიუთითებს, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ერთპროცენტიანი გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში განიხილავს.

,,ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სჯობს, იმ რჩევებს მიჰყვეს, რაც ევროპელ კოლეგებს აქვთ – შეწყვიტონ დემოკრატიის ნგრევა, პარლამენტში შებრძანდნენ და იქ აწარმოონ პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ასე არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, მიუთითებს, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა, დესტრუქციული ოპოზიციის მსჯელობის პარამეტრებით, რასაც ვხედავთ, ცხადი ხდება, რომ ეს იქნება რთული. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, ოპოზიცია მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული წინადადებებით მოვა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ძალაშია „ქართული ოცნების“ პირობა, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს ერთპროცენტიან გადაცდომას, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დათანხმდება. ოპოზიციას სხვა ყველა პოსტულატი ჩამოეშალა და მათ არცერთი არგუმენტი არ აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ რიგგარეშე არჩევნები არის რაღაც სამართლებრივი მოცემულობა. ეს ასე არ არის, არჩევნები მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარდა და ეუთო/ოდირ-ის დასკვნამ დადასტურა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები