თაკო ჩარკვიანი: ვაჟა-ფშაველას აქვს ნათქვამი – ცუდ დროს ჩამიგდეთ ხელადაო, ცუდ მდგომარეობაშია საქართველო, გაწვალებულია ხალხი და ძნელად იკრიბება, მაგრამ ოპოზიცია არ უნდა დაიღალოს

“ოპოზიცია დავსხდებით ერთად და ვისაუბრებთ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებიც დავამატოთ და ჩვენი ექსპერტებიც ჩავრთოთ აუდიოჩანაწერების გამოძიების საკითხის გარშემო”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ ამ გაწვალებულ ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგეს, ნაკლებად მტკივნეული იყოს პროცესები.
„ვაჟა-ფშაველას აქვს ნათქვამი – ცუდ დროს ჩამიგდეთ ხელადაო, ხომ გახსოვთ. ცუდ მდგომარეობაშია საქართველო, დაღლილი და გაწვალებულია ხალხი და ძნელად იკრიბება.
გამოსავალი რჩება ჩვენში, ოპოზიცია არ უნდა დავიღალოთ, უნდა ვიყოთ მათი მოსამსახურე, რადგან ხელისუფლება ვერ მოემსახურათ მათ.
ყველას გასაგონად მინდა, ვთქვა, კოალიციური მთავრობა იმიტომ მინდა, რომ ერთ პარტიას არ ჰქონდეს ხელში ძალაუფლება და „არ გაფუჭდეს“, ამას კი მხოლოდ სამართლებრივი რეფორმები გააკეთებს”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები