ნიკოლოზ სამხარაძე: მე ვარ საჯარო პირი და ბევრად მეტი თმენის ვალდებულება მაქვს, ბერა არ არის პოლიტიკოსი და არც საჯარო პირი

“ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ საჯარო პირი და ბევრად მეტი თმენის ვალდებულება მაქვს, ბერა არ არის პოლიტიკოსი და არც საჯარო პირი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

სამხარაძე ამბობს, რომ ეს უშუალოდ ბერა ივანიშვილის განცხადება იყო.
„გაუგებარია, პოლიტიკოსმა რატომ უნდა აკეთოს კომენტარები ჩვეულებრივი ერთი მოქალაქის განცხადებაზე.

მე გულწრფელად, როგორც მოქალაქეს, მექნება ძალიან უარყოფითი რეაქცია, მაგრამ ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი, პარლამენტის წევრი და ბევრად უფრო მეტი თმენის ვალდებულება მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს. ბერა არ არის პოლიტიკოსი და არც საჯარო პირი,“ – აცხადებს სამხარაძე.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს აუცილებლად მოსთხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები