ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილს თუ უნდოდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც დღეს ერევა, არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე

“თუ სააკაშვილს უნდოდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც დღეს ერევა, მას ამის მარტივი საშუალება ჰქონდა, არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები საკუთარი მე-დან უნდა ამოვიდნენ.

„პოლიტიკური პარტიები საკუთარი მე-დან უნდა ამოვიდნენ, რადგან ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ცალკეული ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაუფარავად და პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. თუ მას უნდოდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც დღეს ერევა, მას ამის მარტივი საშუალება ჰქონდა, არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, არ უნდა მიეგდო პასპორტი, არ უნდა გაქცეულიყო სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა ჩაედო ჯიბეში“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები