დავით კაჭარავა – ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე: რასაც ვფიქრობდი, რეალურად ის დაადასტურა

 

“რასაც ვფიქრობდი, რეალურად ის დაადასტურა. ეს იყო 10 წლის წინანდელი რაღაც ჩანაწერი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით კაჭარავამ ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

“რასაც ვფიქრობდი, რეალურად ის დაადასტურა მისმა სიტყვებმა. ეს იყო 10 წლის წინ რაღაც ჩანაწერი. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ასეთი საუბარი იყო. კონკრეტული პასუხი იყო ეს ფაბრიკაცია თუ არა, ასეთი პასუხი მას არ გაუცია”, – აღნიშნა კაჭარავამ.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როცა ის 15-16 წლის იყო.

მისივე თქმით: “დღესაც იმავე პოზიციაზე ვდგავარ – თუ ვინმეს დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები