მიხეილ სარჯველაძე – ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე: ავთენტურობასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მომისმენია დადასტურება, დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებებს

“ავთენტურობასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მომისმენია დადასტურება და არც დიდი დასკვნების გაკეთების საფუძველი არ არის ამ მიმართულებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებებს უნდა დაელოდოს.

“ავთენტურობასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მომისმენია დადასტურება და არც დიდი დასკვნების გაკეთების საფუძველი არ არის ამ მიმართულებით. დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებებს და გაკეთდება ამაზე შეფასებები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ფორმა, როდესაც შეიძლება, მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს ჰქონდეს ადგილი, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოს რეალობაში ჰქონდა ადგილი და ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ეს არის უდავო ფაქტი”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როცა ის 15-16 წლის იყო.

მისივე თქმით: “დღესაც იმავე პოზიციაზე ვდგავარ – თუ ვინმეს დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები