ირაკლი ზარქუა: პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურამ უკანონო მოსმენებზე, ჩანაწერების უკანონო გავრცელებასა და მონტაჟზე საქმე უნდა აღძრას.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„ის, რაც ხდება – ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან, როგორც ირკვევა, 2010-2011 წლებია,  კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებითა და ფაბრიკაციებით ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იმავე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრაზე, მონტაჟზე“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები