ლევან იოსელიანი: ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უკვე უნდა ჰქონდეს დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით

“ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა”,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა დადასტურდეს, რომ ჩანაწერები ავთენტურია ან ფაბრიკაციაა, ეს კი ავტორიტეტულმა საერთშორისო ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.

“ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და შესაბამისად მოლოდინიც არ გვაქვს ამის.

ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან ბევრი ცუდი რომ იმემკვიდრევა ამაზე კამათი მგონი უკვე ზედმეტიცაა, ეს უკანონო მიყურადების პრაქტიკაც ისე გადაიბარა როგოც ბევრი სხვა ცუდი რამ, ამიტომ არ მიკვირს ახლა, რომ ერთმანეთს სწორედ ამ ბინძური მეთოდებით ებრძვიან.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა პირველ რიგში უნდა დადასტურდეს, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია ან ფაბრიკაციაა, ეს უნდა დაადასტუროს ავტორიტეტულმა საერთშორისო ექსპერტიზამ, რაც უფრო მალე გააკეთებს ამას ხელისუფლება მით უკეთესი იქნება მათთვის, თუ არ გააკეთებენ ჩაითვლება, რომ ნამდვილია და მაშინ, ჩანაწერის ყველა ფიგურანტმა უნდა დატოვოს შესაბამისი თანამდებობები, ისინი უნდა გადადგნენ რადგან ჩანაწერები კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

და ბოლოს ჩემდა სამწუხაროდ ამ ქვეყნის უბედურება ისაა, რომ არ არსებობს მანკიერება რასაც ქართული ოცნება ჩაიდენს და არ აღმოჩნდეს, რომ წინა ხელისუფლებას ჩადენილი არ ჰქონოდეს, და პირიქით….”,- წერს იოსელიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები