ანა ნაცვლიშვილი ჩანაწერებზე: გამოძიებაში საერთაშორისო, ავტორიტეტული აქტორების ჩართვა მოვითხოვეთ

“ჩვენ მოვითხოვთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით არამხოლოდ დაიწყოს, არამედ ბოლომდე მივიდეს გამოძიება”,- ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ გასულ ჩანაწერებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ნაცვლიშვილის თქმით, გამოძიებაში საერთაშორისო, ავტორიტეტული აქტორების ჩართვა აუცილებელია.

“ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით არამხოლოდ დაიწყოს, არამედ ბოლომდე მივიდეს გამოძიება. ამ გამოძიებას არანაირი ნდობა არ ექნება ცხადია შოთაძის პირობებში, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშორისო, ავტორიტეტული აქტორების ჩართვა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები