ზაალ უდუმაშვილი: ნაწილობრივ ვიცოდით, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე

“ნაწილობრივ ვიცოდით, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც ამ ფიგურანტებს უსმენ, როგორ საუბრობენ ერთმანეთში და როგორ წყვეტენ ჩვენი შვილების ბედს, ეს იყო უმძიმესი მოსასმენი”,- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ გასულ ჩანაწერებს.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიების დაწყება აუცილებელია.

“ნაწილობრივ ვიცოდით, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ვინ არის ეს ხალხი, მაგრამ როდესაც ისმენ ამას და ამ ფიგურანტებს უსმენ, როგორ საუბრობენ ერთმანეთში და როგორ წყვეტენ ჩვენი შვილების ბედს, ეს იყო უმძიმესი მოსასმენი და ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, დღეს უკვე განცხადებები უნდა იყოს დაწერილი, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე სახელწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს რამდენად დამნაშავე არის ეს ხალხი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები