იმედი და დახმარების თხოვნა – რა ვითარებაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პანდემიის გამო

ბელგიაში, კორონავირუსის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება.

მიმდინარე თვიდან, შესაძლებელი იქნება ქუჩაში 10-მდე ადამიანი შეკრება, ხოლო აპრილიდან ნებადართული იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, არაუმეტეს 50 ადამიანის მონაწილეობით. ამავე დროს რესტორნები დახურული რჩება , სულ მცირე ორი თვით მაინც.

„დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ადამიანებს სჭირდებათ ტანსაცმელი. ხუთ თვიანი შეზღუდვების პერიოდიც იმოქმედებდა მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ეს დიდი განსაცდელი ჯერ არ დამთავრებულა“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდ დე კრომ.

კრიტიკული ვითარების გამო, ჩეხეთის საავადმყოფოებმა ევროპის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბევრი სამედიცინო დაწესებულება ვერ უმკლავდება პაციენტების დიდ ნაკადს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა ჩეხეთიდან ინფიცირებულთა გარკვეული რაოდენობა საკუთარ საავადმყოფოებში. დააწვინონ.

„ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი და დავეხმაროთ ჩეხეთის რესპუბლიკას გამოვიდეს რთული ვითარებიდან. ჩვენ გადმოვიყვანთ პაციენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დახმარების მიღებას ადგილობრივ საავადმყოფოებში“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე დროს, იტალიამ სამ რეგიონში გაამკაცრა საკარანტინო შეზღუდვები. ორშაბათიდან ვენეტოსა და ფრიულში „ნარინჯისფერი“ რისკის ზონიდან „წითელ“ ზონად გადაკვალიფიცირდება. ასევე ცნობილია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა.

საფრანგეთში შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას მართავენ უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსები, ცირკის თანამშრომლები, მსახიობები და ტურიზმის სფეროს მუშაკები. 50-მდე ადამიანმა დაიკავა პარიზის თეატრის „ოდეონის“ შენობა მოთხოვნით – არ შეწირონ პანდემიას კულტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები