კრემლი აშშ-ის სანქციებს „არამეგობრულ ქმედებად“ მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს „არამეგობრულ ქმედებად“ აფასებს.

პუტინის განცხადებით, მსგავსი შეზღუდვები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ართულებს და ეკონომიკურ კავშირებს ზღუდავს.

რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ სანქციები ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამშრომლობას.

“ეს სანქციები, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის მცდელობაა. მაგრამ არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა და არც ერთი თავმოყვარე ხალხი არასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს ზეწოლის ქვეშ.

თუ პოლიტიკურ მხარეზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებაა. ეს აშკარაა და ისინი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც სულ ახლახან იწყებდა აღდგენას, არ აძლიერებენ. რა თქმა უნდა, ასეთი მოქმედებებით აშშ-ის ადმინისტრაცია ზიანს აყენებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს”,- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები