ფრიდონ ინჯია ვახტანგ გომელაურს პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრების წინადადებით მიმართავს

დეპუტატი ფრიდონ ინჯია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა კანონის გამკაცრება პოლიციელთა შეურაცხყოფაზე, ასევე, მედიასაშუალებებით მომდინარე ცილისწამებაზე.

ინჯიამ გომელაურს მიმართა, რომ ქვეყანაში დაუმორჩილებლობა ნორმად და გმირობად იქცა.

„ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, არაფრად აგდებენ პანდემიის გამო დაწყებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს. დამნაშავე საკუთარ დანაშაულს 2 000 ლარად ყიდულობს. ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის ნაცვლად უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები. ამის მაგალითია გუშინ გავრცელებული ვიდეო, რომელსაც ვინმე ნინია ცისკარიშვილი იღებს. მას პალატკებში “კერასინკა“ შეჰქონდა, ისე იგინებოდა და ისე ლანძავდა ჩვენს პოლიციელებს, რომ არ ვიცი, რა ფული გადაუხადეს ამ ადამიანს. ისეთი სიტყვებით, რომ ვერ წარმომიდგენია, რა ოჯახშია, რა შვილები უნდა გაზარდოს ან ვისთან ცხოვრობს, მოდიან თუ არა მასთან მეგობრები სტუმრად… ალბათ, ვისთანაც ცხოვრობს, ჯოჯოხეთი გავლილი ექნებათ და თავის დროზე სამოთხეში მოხვდებიან“, – განაცხადა ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები