გიგი უგულავა: მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი და შევჯერდით, რომ ახლა პლებისციტის საკითხის დამუნათება არასწორია

“მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა, მოლაპარაკებების წინ არ უნდა გაცდნენ დღის წესრიგს.

„ჩვენ მოლაპარაკებების წინ არ უნდა გავცდეთ დღის წესრიგს. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ, ოპოზიციას ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის, როგორც მოგეხსენებათ და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და, ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში. მას ბევრი პლუსი აქვს, სხვათა შორის, რაც რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ეს არის, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, ეს 30 მაჟორიტარია, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე.
მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, პლებისციტი ბიძინას თამაშია – საკითხის ამგვარად დაყენება არასწორია, ამავე დროს, ჩვენ მოლაპარაკებაზე მივდივართ 6 პუნქტით, ამ 6 პუნქტში დევს რიგგარეშე არჩევნები”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები