მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მმართველობა ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა

“სააკაშვილის მმართველობა ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მოხსნას ურბანული დაგეგმარების საბჭოდან.

„წარსულის პოლიტიკოსზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ყველა ვცოდავთ, როდესაც მასზე ყურადღებას ვამახვილებთ. ეს ადამიანი არის სიმბოლო იმ ძალიან ცუდი წარსულისა, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა. ამ ყველაფრის შემოქმედი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, სააკაშვილი იყო.
დღეს მოლაპარაკებების პროცესში ჩემი განცხადება არ მინდა, ვინმეს მიმართ იყოს რაიმე მიზეზი, მიხეილ სააკაშვილზე მაინც ამას ვიტყვი – ის არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობაც საქართველომ როგორც სახადი, ისე გადაიტანა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები