ჭიათურაში, “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორის, “ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, თითქმის 100-წლიანი ისტორიის შენობა ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შეიძენს. ე.წ ტრესტი სხვადასხვა მიმართულებით დაიტვირთება, მათ შორის, ის გააერთიანებს:

სამუზეუმო სივრცეებს, მათ შორის, მხარეთმცოდნეობის, ისტორიისა და ფოტოგრაფიის მუზეუმებს; ფოტოგრაფიის სკოლას; ტრენინგ, საგამოფენო და საბიბლიოთეკო სივრცეებს; პროფესიულ სასწავლო ცენტრ – „ჯმ აკადემიას“; ახალგაზრდული სკაუტების ცენტრს; რომელიც ჭიათურის ახალგაზრდებისათვის პერმანენტულად განახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს; ტურისტული მიმართულების სივრცეს, მათ შორის, გიდების მოსამზადებელ ცენტრს; ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრს, სადაც სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ, შერჩეულ პროექტებსა და გამარჯვებულს კი კომპანია ხელს შეუწყობს.

პრეზენტაციას საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე დაესწრნენ. მათ „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მულტიფუნქციური ცენტრის პროექტებს მხარს დაუჭერენ.

ცნობისათვის, კომპანიამ შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად კი მისი რეაბილიტირებული ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები