დავით მათიკაშვილი: რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ გადაიხედება, სხვა საკითხებზე ოპოზიციასთან სასაუბროდ მზად ვართ

“რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ გადაიხედება, სხვა საკითხები მზად ვართ, გავიაროთ ოპოზიციასთან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა საღად გაიაზროს არსებული რეალობა, მიიღოს ის რჩევები, რომლებიც გამოთქმულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მოუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას. სამართლიანი პრინციპების გათვალისწინებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ გადაიხედება, სხვა საკითხებზე მზად ვართ, ოპოზიციასთან გავიაროთ ნებისმიერი თემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები