ნიკოლოზ მეტრეველი: მამუკა ხაზარაძეს რატომღაც ეჭვი არ უჩნდებოდა კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახი ბიზნესმენები არიან

მამუკას ხაზარაძეს რატომღაც ეჭვი არ უჩნდებოდა კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახი ბიზნესმენები არიან, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე აზრით, ხაზარაძე “ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსინდისოდ ცრუობს”.

“მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, რატომღაც მაშინ არ უჩნდებოდა ეჭვი კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახეთის მოქალაქეები არიან და მათი ფულით გეგმავდა პორტის აშენებას. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მამუკა ხაზარაძის ორმაგ სტანდარტებს და იმასაც, რომ იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსინდისოდ ცრუობს”, – წერს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები