პაატა იმნაძე: საქართველოში ბრიტანული შტამის სამივე კლასტერი უკვე დახურულია
“ბრიტანული შტამის სამი კლასტერი გვაქვს დადასტურებული, სამივე კლასტერში იყო 31 შემთხვევა, საბედნიეროდ, სამივე კლასტერი უკვე დახურულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “საქართველოს პირველ არხთან” განაცხადა.
იმნაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხევვას იკვლევენ.
„ჯერჯერობით, ბრიტანული შტამის სამი კლასტერი გვაქვს დადასტურებული, სამივე კლასტერში იყო 31 შემთხვევა, საბედნიეროდ, სამივე კლასტერი უკვე დახურულია. ძირითადად, ოჯახური გავრცელება იყო. ორი კლასიკურად ბრიტანული იყო, ერთს ჰქონდა ძირითადი ის მუტაციები, რაც აქვს ბრიტანულ შტამს, მაგრამ კლასიკური ბრიტანული არ იყო. არ ყოფილა სამხრეთ აფრიკული, ასევე, ბრაზილიური. ახლაც არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, საჭიროა გენური თანმიმდევრობის დადგენა, რასაც სეკვენსი ჰქვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.