პაატა იმნაძე: „კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს, ერთი შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხევევას იკვლევენ, საიდანაც ერთის შემთხვევაში შესაძლოა, ეჭვები გამართლდეს, – ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს “პირველ არხთან” ისაუბრა.
„ამისთვის საჭიროა, რომ მოძიებულ იქნას ორივე დადასტურებული ნიმუში, პირველადი, მეორადი და შემდგომ მოხდეს მათი გენეტიკური ანალიზი. შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი, შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა ჰგავს, შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება. პრაქტიკულად, სრულდება ანალიზები და ველოდებით, რომ გვექნება პასუხი ამ დღეებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.