ლევან დავითაშვილი – ნამოხვანჰესზე: უნდა გვქონდეს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია გასაგებ ენაზე
“უნდა გვქონდეს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია გასაგებ ენაზე”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ნამოხვანჰესზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის გამოდიან განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების წინააღმდეგ და მას ეჭვი აქვს, რომ მათ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებთ.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, გასაგებ ენაზე მისატანი თითოეულ ჯგუფთან. ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელში გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ჰესის მშენებლობის ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარება დაავალა.