“ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

“ჯორჯიან მანგანეზმა”, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირთან ერთად, ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულ ქალბატონებს დედის დღე ორიგინალურად მიულოცა.

კომპანიის სახელით, სასაჩუქრე პაკეტი საწარმოში დასაქმებულ 180 ქალბატონს გადაეცა. პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა ქალბატონებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა, ქარხნის ხელმძღვანელობამ კი მათ ტკბილეული, ქართული ღვინის ნაკრები და ყვავილები გადასცა.

“ქართული მეტალურგიული სფეროს განვითარებაში მამაკაცებს ქალბატონები ტოლს არ უდებენ, ფეროში ყოველთვის დაფასებული იყო ქალბატონების როლი. თამამად ვიტყვი, რომ მათდამი პატივისცემას კომპანია მხოლოდ ქალთა დღესასწაულებზე არ გამოხატავს. გულით ვულოცავ ჩვენ ყველა დასაქმებულ ქალბატონს ამ დღესასწაულს. ვუსურვებ ოჯახურ სიმტკიცესა და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას”, – აღნიშნა ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელმა, ვასილ გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები