ამირან გამყრელიძე: თუ გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და თუ ჩავთვლი, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, სიამოვნებით დავუთმობ ადგილს

“არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრზე, ეკატერინე ტიკარაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე დისკუსია და კამათი ბუნებრივი პროცესია.

“არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივია. მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და თუ ჩავთვლი, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს, ვიდრე მე ამ ეტაპზე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით დავუთმობ ადგილს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები