ბიძინა კულუმბეგოვი: უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა ძალიან დიდი რისკია, რამაც შეიძლება, ისევ უკან დაგვაბრუნოს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,პირველთან” განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგა.
,,უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა ძალიან დიდი რისკია. ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ ქვეყანაში მინიმუმ 100 ათასი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო აცრილი, რომ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა, რამაც შეიძლება, ისევ უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს. ვაქცინა არ შემოდის, რაც ,,კოვაქსის” პრობლემაა, თუმცა, სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა მეტი პროაქტიური ქმედება. აქტიური ქმედებები არ განახორციელა ხელისუფლებამ და, ბუნებრივია, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ადამიანებს იმიტომ, რომ ყოველი დღე ვაქცინაციის დაგვიანება ადამიანების სიცოცხლის ფასია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.