იაგო ხვიჩია: საინტერესოა, ის რომ სასულიერო პირები შერიგებისკენ მოგვიწოდებენ

“ნაცების” და “ქართული ოცნების” შერიგება ამ წუთას ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და რაც უფრო მეტი ადამიანი და ავტორიტეტული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას ამ ამოცანის გადაწყვეტაში ეს მხოლოდ კარგი იქნება”,- ამის შესახებ “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა.

“საინტერესოა, ის რომ სასულიერო პირები შერიგებისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ მოგვიწოდებენ. ჩემი აზრით, კარგია, რომ მზად არიან რაღაც ფორმით მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. “ნაცების” და “ქართული ოცნების” შერიგება ამ წუთას არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და რაც უფრო მეტი ადამიანი და ავტორიტეტული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას ამ ამოცანის გადაწყვეტაში ეს მხოლოდ კარგი იქნება”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ სთავაზობს მხარეებს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან და შეთანხმებას შეძლებენ.

„ვთავაზობდი ხშირად, რომ ეკლესია ყოფილიყო ის ადგილი, ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები