პარლამენტთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე ე.წ. ლინოლეუმის შეტანა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა “ლინოლეუმის” ტერიტორიაზე შეტანა მოახერხეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ე.წ. ლინოლეუმი მათ კარავში გასაშლელად ესაჭიროებოდათ.

პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების მომხრეები იმყოფებიან. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცესკო-ს რეფორმირებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები