“პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ” – დავით ქართველიშვილი

„პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ – ახლა კონცერტი თუ გიშველით მარტო“, – დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიტინგს ეხმაურება.

ექსპერტი სოციალრ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სამშაბათის “იმედის ფაქტორში” ორი საათის განმავლობაში 14 ათასმა ადამიანმა დარეკა ინტერაქტივში და ნიკანორ მელიას დაკავებას დაეთანხმა. ზარი ფასიანი იყო. აქ დარწმუნებული ვარ, აქეთ გადაუხადეს, სამი დღე ამზადებდნენ სრულიად საქართველოს მასშტაბის აღშფოთების წარმოდგენას, მაგრამ 5 ათასამდე მეტი მხარდამჭერი ვერ შეაგროვეს. არ აჩერებს გამჩენი. კიდევ უნდა შევიკრიბოთო. პიკეტირებაო. კარვებიო. უწყვეტი პროტესტიო. ოსტაპ ბენდერის ცნობილი ბრენდის ფონზე: Заграница нам поможет! – სექტანტების საპარასკევო პოლიტიკურ “ფსალმუნთა” მსახურება თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა. ქატო იქეთ, პური აქეთ. The End“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები