ალუდა ღუდუშაური: თუ ნიკა მელიას მიზანია, რომ გირაო არ გადაიხადოს, ციხეში იჯდეს, იქ რაღაც მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია

“ოპოზიციის მიზანი ის არის, რომ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე შეძლონ ქვეყანაში სიტუაციის არევა, ამით ისარგებლონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ულტიმატუმებით საუბარი ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას ხელს არ უწყობს.

„ულტიმატუმის ენა უნდა დავივიწყოთ. ოპოზიცია მართლაც ულტიმატუმს აყენებს – ჩვენი ყველა, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები და გულშემატკივრები მხარეებს მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ. ამის ფონზე ჩვენ გვესმის ულტიმატუმი, იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რაც ხელს არ უწყობს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას.

მათი მიზანიც ის არის, რომ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე შეძლონ ქვეყანაში სიტუაციის არევა, ამით ისარგებლონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხედავთ,  ერთ შანსსაც არ ტოვებენ, რომ რამე ფორმით არ „გამოიყენონ“ ეს მდგომარეობა

თუ ნიკა მელიას მიზანია, რომ გირაო არ გადაიხადოს, ციხეში იჯდეს, იქ რაღაც მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია და ამაში ვერ შევზღუდავთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები