ისრაელი Moderna-ს ვაქცინას ჰონდურასს, გვატემალას, ჩეხეთსა და უნგრეთს გაუყოფს

ისრაელის მთავრობა Moderna-ს ვაქცინის მცირე “ჰუმანიტარულ პარტიას” რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნის.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული

კერძოდ, ისრაელი ჰონდურასს, გვატემალას, ჩეხეთსა და უნგრეთს თითოს 5 ათას დოზას გაუგზავნის.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქვეყანამ “მოდერნა”-სთან 6 მილიონი დოზა ვაქცინის მიღების კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, რეალურად ასეთი მოცულობა მას შესაძლოა, არ დასჭირდეს, რადგან შესყიდული “ფაიზერის” პრეპარატი 5 მილიონი მოქალაქის აცრას ეყოფა. ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 1 მილიონი ადამიანის იმუნიზაციაღა დარჩა, რასაც 2 მილიონი დოზა ეყოფა.

შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება, თუმცა, ცნობილია, რომ აცრილი იმუნიტეტი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება. ამიტომ, თუ მსოფლიო ეპიდემია უახლოეს თვეებში არ იკლებს, საჭირო იქნება იმუნიზაციის განმეორება.

ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ “ნეთანიაჰუ იმ ვაქცინით ვაჭრობს, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების მიერ არის შეძენილი” და რომ “ნეთანიაჰუ ქვეყანას ისე უძღვება, თითქოს, ეს მისი სამეფო იყოს და არა – დემოკრატიული სახელმწიფო”. მისი აზრით, “ამგვარი გადაწყვეტილებები განხილვასა და დამტკიცებას საჭიროებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები