კარლ ჰარცელი: ვესაუბრე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს და ჩემი, როგორც ფასილიტატორის როლს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბევრი განცხადება მოვისმინიეთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც მე ამ საღამოს ვმასპინძლობ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მე ვესაუბრე ორივე მხარეს – ოპოზიციასა და მმართველ გუნდს და ჩემი, როგორც ფასილიტატორის როლს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები