ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან – შეხვედრას, სავარაუდოდ, აშშ-ის ელჩიც დაესწრება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებიან, სადაც კარლ ჰარცელთან შეხვედრა ჩაინიშნა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.
როგორც შეხვედრაზე მისულმა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განვითრებული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო დიპლომატების რიტორიკის ცვლილება შეინიშნებოდა, რაც სრულიად ბუნებრივია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები