ადამ კინზინგერი: საქართველოში დემოკრატიისთვის მწუხარე დღეა
ილინოისის შტატის კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ,,ტვიტერზე” ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის მწუხარე დღეა.
,,წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯია საქართველოს ხელისუფლებისგან ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. საქართველოში დემოკრატიისთვის მწუხარე დღეა”, – წერს ადამ კინზინგერი.
დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, რის შემდეგაც ოპოზიციამ აქციები დააანონსა. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. ნიკა მელიას დაკავებას მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან.