“ნიკა ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს” – ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

“მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს იმიტომ, რომ ამდენ მოსიყვარულე გულს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ, ნიკა  როგორი შემტევი, თავდაუზოგავი და ენერგიული არის, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, რომ შეიყვარეთ, რომ ეფერებით, რომ ლოცავთ, მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ. საქართველოში მალე გათენდება”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელია დღეს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები