საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება არაადამიანურ მოპყრობასა და წამებასაც კი უტოლდება.
“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაერო-ს, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი იქედან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიყენებული ტკივილი აღწევს არაადამიანური და წამების ფორმებს”, – განაცხადა ლომჯარიამ.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დროს ძალოვანებმა წიწაკის სპრეი გამოყენეს.