არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებ ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე “ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას” მოუწოდებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში.
“რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი სცენარი რომელიც იყო დესტაბილიზაციის, დაპირისპირებისა და ძალადობის სცენარი, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი – დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი. ამას არ აქვს მომავალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, სამართლებრივი საკითხები სასამართლო სივრცეში გაირკვეს და პოლიტიკა პარლამენტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.