მამუკა ხაზარაძე: ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია
“ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია – ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკეთ, თქვენს შვილებზე იფიქრეთ”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო და ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.
“სასამართლო, ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია! 4 კილომეტრი ვიარე იმიტომ, რომ გადაკეტილია მთელი ქალაქი, იმის გამო კი არა, რომ წარსულზე ვილაპარაკო. ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკე, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს.