შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი “ტვ პირველის” ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი “ტვ პირველის” ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ “ტვ პირველის” ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცდანიშნულების რაზმისთვის სპეცეკიპირების შესყიდვას იწყებს. ასევე, მტკიცებით ფორმაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ დილიდან ელიან პასუხს ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა არც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისთვის და არც სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტისთვის კითხვით არ მოუმართავს არც ჟურნალისტს და არც გადაცემის პროდიუსერს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე, კანონმდებლობის სრული დაცვით არის გამოცხადებული ტენდერი საპოლიციო და გასამხედროებული დანაყოფებისთვის (მათ შორის წვევამდელებისთვის) სამსახურებრივი ფორმის აქსესუარებზე, კერძოდ, ქამრებზე, ზამთრის ხელთათმანებსა და ქსოვილის ნიღბებზე. უნიფორმის აღნიშნული აქსესუარები არის ცვეთადი და საჭიროებს პერმანენტულად განახლებას, შესაბამისად, მათი შესყიდვა ხდება ყოველწლიურად.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათ შორის სამსახურებრივი ფორმის მუდმივი განახლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები